1 თვის და 3 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

დაბადების დღის მილოცვა, რომელმაც ირანი აალაპარაკა —როგორ მიულოცა ყოფილმა მწვრთნელმა გველესიანს

5 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირანული გრანდის, „პერსეპოლისის“ მცველი გიორგი გველესიანი 34 წლის გახდა. ქ

ართველი ფეხბურთელს მრავალმა გულშემატკივარმა და მეგობარმა საჯაროდ მიულოცა, თუმცა ირანულ მედიაში განსაკუთრებული ყურადღება ხუან კარლოს გარიდოს მილოცვამ დაიმსახურა 

ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც გველესიანს „პერსეპოლისში“ ავარჯიშებდა, გიორგის დაბადების დღე განსაკუთრებული სიტყვებით მიულოცა.

გარიდომ სოციალურ ქსელში გიორგი გველესიანთან ერთად გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, ბოს!“ — რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ურთიერთპატივისცემას, რომელიც ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ჩამოყალიბდა.

Facebook კომენტარები