ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „არსენალს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემებმა — L’Equipe-მა და Le Parisien-მა — გუნდების სავარაუდო ძირითად შემადგენლობებზე ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე გამოცემის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს სასტარტო თერთმეტეულში იქნება. საინტერესოა, რომ მათი ვარაუდით შემადგენლობა იდენტურია და ასე გამოიყურება:
დონარუმა – მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი – რუისი, ვიტინია, ნევეში – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
პსჟ და „არსენალი“ ერთმანეთს 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.