5 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

პსჟს ფანები ამას დიდხანს ელოდნენ - სასიხარულო ინფორმაცია მთლიანად ფრანგული გუნდისთვის

ფრანგული მედიის ინფორმაციით, “პსჟ”-ს ლიდერი უსმან დემბელე ტრავმირებული აღარაა და ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.

დემებელს ტრავმა აწუხებდა, რომლის გამოც ვარჯშების გაცდენა მოუწია და იყო იმის შანსი, რომ “არსენალთანაც” არ ეთამაშა.

ფრანგი შემტევი დიდებულ ფორმაშია და “პსჟ”-ს წარმატებაშიც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

როგორც ცობილია, “არსენალთან” პარიზელთა შემტევი სამეული ასეთი იქნება : კვარაცხელია, დემბელე, დუე.

Facebook კომენტარები