1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თოფურია ცარუკიანის წინააღმდეგ, სატიტულო ბრძოლა - მედიაში უცნაური ინფორმაცია გავრცელდა

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ წონა შეიცვალა და ამიერიდან მსუბუქ დივიზიონში გამოვა.

ქართველს მეტოქედ ქამრის ამჟამინდელი მფლობელი, ისლამ მახაჩევი სურს, თუმცა ის ამ ბრძოლას თავს მაქსიმალურად არიდებს.

მახაჩევს და მის სამწვრთნელო შტაბს გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ ზედა წონაში ბელალი დამარცხდება ისინი მადალენს ქამრისთვის შეებრძოლებიან, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება.

არსებულ სიტუაციაზე UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუაკინმა კომენტარი გააკეთა:

"თუ UFC 315-ის ივენთზე ბელალი მოიგებს მახაჩევი წონას არ შეიცვლის და თოფურიას დაუპირისპირდება. თუ ბელალი ვერ მოიგებს ისლამი წონას შეიცვლის და მადალენას ეჩხუბება. მე და ილია კი მსუბუქი წონი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ".

Facebook კომენტარები