- ლაშა და მარიამ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ?
ლაშა გურული:
- დიდი მადლობა თქვენ, მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ, ინტერნეტსივრცეში ჩვენზე რა ფოტოები თუ ინფორმაციაც დევს, გამოხმაურებების 95% არის დადებითი და პოზიტიური, 3% ძალიან არაადეკვატური შეფასებაა. წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. არავის შესაფასებელი არავინ არის, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველამ თავი უნდა შეიკავოს. როცა ცნობილი ხდები, ამას თან ახლავს ცოტა ჰეითი, მაგათ არ უნდა აჰყვე, მაგრამ ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს. ჩემზე დაწერილი რაღაც შეიძლება კიდევ გავატარო, მაგრამ მარიამზე რომ რამეს არასწორად დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. ყველა სიტყვას და ქმედებას სჭირდება ახსნა, განმარტება. მქონდა შემთხვევა, რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც დავურეკე. ყველამ თავი იმართლა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა აიღო ტელეფონი და მან დაწერაო. შენს დაიკოზე, შენს დედიკოზე მსგავსი რამ ვინმემ რომ დაწეროს, რას იზამ-მეთქი? ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ.