კანზას სიტიში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. Მასში მონაწილეობას ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც იღებდა.
36 წლის ჭიკაძე 30 წლის უგანდელ დავიდ ონამასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა.
სამრაუნდიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი ქართველმა დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა მეორე და მესამე რაუნდებში ონამა ძალიან გააქტიურდა და ჭიკაძეს გაუჭირდა, განსაკუთრებით მიწაზე ყოფნის დროს.
ამჟამად ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლის შემდეგ მას რვა გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.