1 დღის და 5 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

„ის ცნობილი მომღერალია...“ - ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. 60 კგ. წონით კატეგორიაში, კრისტალბეთის ამბასადორმა, გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო. 

ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა. 

ყურადღება ჩემპიონობის აღნიშვნის ჟესტმა მიიქცია, მან თითებით ლათინური A გამოსახა.

აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული მომღერალი ანანო სამხარაძეა და სწორედ მას მიუძღვნა გამარჯვება.

„გამარჯვების შემდეგ, ის ინიციალი ჩემს შეყვარებულს ეძღვნება. ყოველთვის გვერდით მიდგას. ძალიან, ძალიან გახარებული იყო, ტიროდა. დიდ ემოციებში იყო,“ - თქვა ძიუდოში ევროპის ჩემპიონმა CrystalSport-თან.

Facebook კომენტარები