თურქულ მედიაში "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით "ბეშიქთაში" ინტერესდება.
იწერება, რომ თურქული კლუბი ზურიკოს დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.
საგულისხმოა ისიც, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
როგორც მედიაში იწერება, თუ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-დან გავარდება ქართველი ფორვარდი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
ცნობისთვის, დავითაშვილის მონაგარი ამ სეზონში 7 გოლი და 7 ასისტია.