„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერის ბოლომდე ევროპაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ევროპულ კლუბებში თამაშზე საბოლოოდ თქვა უარი და არჩევანი ოჯახურ გარემოსა და მშვიდ ცხოვრებაზე გააკეთა.
„მინდოდა „ბარსელონაში“ დაბრუნება. მსურდა მქონოდა შესაძლებლობა მეთამაშა იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ოჯახურ ატმოსფეროში მივიღეთ გადაწყვეტილება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფაქტმაც იქონია დიდი გავლენა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ არ მინდოდა ევროპაში რომელიმე სხვა კლუბში თამაში. არ მსურდა იქ გადასვლა“, – განაცხადა ლეგენდამზ