10 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელიას წყალობით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა" - რა განაცხადა კვარას ყოფილმა რუსმა მწვრთნელმა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა რუსმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველის შესახებ ისაუბრა:

"პსჟ-ს თვალს ვადევნებ, მათი თამაში მომწონს, ამ სეზონში ორი მბრწყინავი გუნდიდან ერთ-ერთია. რა თქმა უნდა, ხვიჩას ასპარეზობას ვუყურებ, ის პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. უკანასკნელ ხანს ტექნიკაში ძალიან მოუმატა და განსაკუთრებულად მეტი მუშაობა დაიწყო დაცვაში. მისი წყალობით ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს ვხედავ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ინგლისში ხშირად ხდება სასწაულები, თუმცა არ მგონია, "ასტონ ვილამ" დაპირისპირების თავის სასარგებლოდ შემოტრიალება მოახერხოს", - განაცხადა სიომინმა.

Facebook კომენტარები