2 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მორიგი დიდი ქართული ტრანსფერი? - გიორგი ჩუბინიძეს სერიოზული მსურველი ჰყავს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისა და “ბორნმუთის” აკადემიის მოთამაშის გიორგი ჩუბინიძის შეძენით ”ბენფიკა” ინტერესდება.

90 წუთის ინფორმაციით, გიორგი ჩუბინიძის მენეჯერი ბენფიკას წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და პირველადი მოლაპარაკებები მადრიდში გაიმართა, საპასუხოდ კი ბენფიკამ ინგლისში, გიორგისთვის თვალის მისადევნებლად, სკაუტები გაამგზავრა. 

ცნობისთვის, პორტუგალიურ გუნდს ტრანსფერი დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

Facebook კომენტარები