2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ო'მალის მერაბის დამარცხება ასე შეუძლია" - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი

როგორც მოგეხსენებათ, დადასტურდა, რომ მერაბ დვალშვილისაჩემპიონო ქამარს შონ ო'მალის წინაარმდეგ დაიცავს.

მებრძოლებს შორის რემატჩი 8 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.

ამ ბრძოლასთან დაკავშირებით პროგნოზს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო აკეთებს:

“ვფიქრობ, ო'მალისთვის სხეულში ფეხით დარტყმები [გამარჯვების] საუკეთესო შანსია - რომ მერაბს სხეული დაუზიანოს და ამავდროულად გალიის შუაში დარჩეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა მერაბთან ჩემი ბრძოლა გავიხსენე… გვერდულად უნდა იმოძრაოს... 

მაგრამ მაინც მგონია, რომ [მერაბი შონისთვის] უბრალოდ ცუდი სტილია: ის, ვისაც ულიმიტო ”საწვავის ავზი" აქვს. აქვს შონს გდების ისეთი დაცვა, რომელიც შუაში დარჩენის შანსს მისცემდა? [მერაბს] სხეულში სულ რომ შეუტიოს და გვერდულად იმოძრაოს?", - განაცხადა სეხუდომ.

Facebook კომენტარები