1 თვის და 3 კვირის უკან
Giorgi Chanturia
Aa

გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია!

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ბოლოს ალექს კასერესის წინააღმდეგ 26 აგვისტოს იბრძოლა.

გიორგი ქოქიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭიკაძის მომდევნო მეტოქე არნოლდ ალენი იქნება.

საგულისხმოა, რომ ბრიტანელი მებრძოლი რეიტინგის მე-6 ნომერი გახლავთ. არნოლდს კარიერიაში 19 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.

გიგას ანგარიშზე კი 15 გამარჯვება და 3 მარცხი გახლავთ.

ცნობისთვის, ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება 20 ივლისს გაიმართება.

Facebook კომენტარები