გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელია.
ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ამ მომენტისთვის "სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება.
გუნდს 27 ტურის შემდეგ 65 ქული აქვს, მისი უახლოესი მდევარი კი "ბენფიკაა" 26 მატჩში 62 ქულით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილს ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილავთ.
ფოტო: Geo Team