ლა ლიგის 29-ე ტურში "ვალენსია" შინ "მალიორკას" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად მორიგ ჯერზე შეინახა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა კიპერმა SofaScore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ ამ გამარჯვებით "ღამურებმა" ლა ლიგაში დარჩენისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.