2 დღის და 11 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარა თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მე კი უბრალოდ..." - რას ამბობს დავიდ ნერეში

"ნაპოლის" ბრაზილიელმა შემტევმა, დაივდ ნერეშმა "Corriere Dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

მას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც საინტერესო პასუხიც მივიღეთ.

"კვარას მემკვიდრე ვარ? მე სან-პაულუში დაბადებული და მესისა და რონალდინიოს მითებზე გაზრდილი დავიდ ნერესი ვარ. კვარა ტოპ-ფეხბურთელია. ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. როგორც ადამიანს და მეგობარს, გული დამწყდა, რომ წავიდა.

არასოდეს რატომ არ ვიცინი? კამერების წინ დისკომფორტს განვიცდი. უცნობ ადამიანებთან თავს უხერხულად ვგრძნობ. მწვრთნელი კონტე ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს, მოტივაციას გვძენს. 

სკუდეტო? რატომაც არა! ეს რთული იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავნებდებით. ტრავმით გამოწვეული 50-დღიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდები, ვითამაშებ თუ არა კვირას "მილანთან", ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. 

აქ სხვანაირი ვარჯიშებია, ვიდრე პორტუგალიაში. ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში. გუნდში ლიდერი ლუკაკუა, შემდეგ ლობოტკა", - განაცხადა ბრაზილირელმა.

Facebook კომენტარები