საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, მამადუ სახო, საქართველოს ჩემპიონატში გადასვლის ისტორიის შესახებ საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, თავდაპირველად საქართველოში თამაშით დაინტერესებული არ იყო, თუმცა მეუღლის მოსაზრებამ მისი გადაწყვეტილება შეცვალა.
„როცა საქართველოდან პირველად დამირეკეს, ვუთხარი, რომ იქ თამაშით დაინტერესებული არ ვიყავი და გავუთიშე. ჩემმა მეუღლემ მკითხა, ვინ დამირეკა. ვუპასუხე, რომ საქართველოდან იყვნენ და იქ თამაშის შესაძლებლობა მქონდა. ამის შემდეგ მან დაიწყო ამ ქვეყნის ძიება ინტერნეტში და თქვა: ‘მათ ზღვა აქვთო.’“
სახოს მეუღლე დაინტერესდა საქართველოს ცხოვრების პირობებით, ინფრასტრუქტურითა და განათლების სისტემით. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ერთი კვირით თვითონ უნდა ჩასულიყო საქართველოში, რათა ოჯახის შესაძლო საცხოვრებელი გარემო პირადად შეეფასებინა.
„ერთი დღის შემდეგ საქართველოდან ისევ დამირეკეს. ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე ერთ კვირას საქართველოში გაატარებდა, ბავშვებისთვის სკოლას ნახავდა. ერთი კვირის შემდეგ მეუღლე უკან დაბრუნდა და მითხრა, რომ იქ საოცარი სკოლები იყო, ევროპული და ამერიკული. ასევე, იქ იყო ზღვა და სათხილამურო ტრასები. მას საქართველო ძალიან მოეწონა.“
„ჩემს ასაკში ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ მოგინდება წასვლა იქ, სადაც შენი ოჯახი თავს კარგად არ გრძნობს.“