როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის საშუალო წონის მებრძოლს, რომან დოლიძეს მასურდიან იმავოვის წინააღმდეგ მთავარი ბრძოლა ჰქონდა, სადაც, სამწუხაროდ დამარცხდა.
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, დეიმონ მარტინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომანის მომდევნი მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება.
ერნანდესმა ბოლო ბრძოლა UFC 298-ზე რომან კოპილოვის წინააღმდეგ მოიგო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება დოლიძისა და ერნანდესის ბრძოლა.
ცნობისთვის, რომან დოლიძეს UFC-ში 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.