4 დღის და 17 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

ლევანტეს მფლობელი: „სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილზე შეთავაზება გაგვიკეთა“

გიორგი ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერის საკითხი აქტუალური ხდება. „ლევანტეს“ მფლობელის განცხადებით, კლუბმა ოფიციალური შეთავაზება მიიღო პორტუგალიური „სპორტინგისგან“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ქოჩორაშვილით რამდენიმე ევროპული გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ყველაზე კონკრეტული ნაბიჯი ლისაბონის „სპორტინგმა“ გადადგა.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ოფიციალური წინადადება „სპორტინგისგან“. ამ ეტაპზე ყურადღებას სეზონის დასრულებაზე ვამახვილებთ და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ.“ – განაცხადა „ლევანტეს“ მფლობელმა.

Facebook კომენტარები