UFC-ის საშუალო წონის N7 კონდერს, რომან დოლიძეს ახალი ბრძოლა ჩაენიშნა.
“კავკასიელი” 2024 წლის 4 თებერვალს ლოს ანჯელესში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება.
საგულისხმოა, რომ რომანისა და ნასურდინის დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.
რომან დოლიძე მერაბ დვალიშვილის, ილია თოფურიასა და გიგა ჭიკაძის შემდეგ მეოთხე ქართველი იქნება, ვინც UFC-ის მთავარ ბრძოლას ჩაატარებს.
ცნობისთვის, რომანმა ბოლო ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართა, სადაც სამწუხაროდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ რომან დოლიძეს წარსულში არაერთი ბრძოლა ჩაენიშნა მეტოქეთა ტრავმების გამო.