საქართველოსა და სომხეთის ანმეორებითი მატჩის წინ სომხეთის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა:
"მიქაუტაძისთვსის შანსის არ მიცემას ვნანობ თუ არა? ეს ძალიან მარტივია, იმ დროს ჟორჟი ოპტიმალურ ფორმაში არ იყო, როცა მე მივედი გუნდში სხვა 2 ფორვარდი ბრობი და აკპომი კარგ ფორმაში იყვნენ, გოლებს იტანდნენ. მასთან ბევრს ვმუშაობდი, ვცდილობდი ნახევარს დაცვაში მეპოვა ადგილი მაგრამ არ გამოგვივიდა. მაღალი კლასის ფეხბურთელია, სულ მომწონდა. საბოლოოდ ის საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერულად ძალიან წინ წავიდა. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს
გუნდი ახლახანს ჩავიბარე და გვსურს ისე განვვითარდეთ როგორც ეს ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა გააკეთა.
ჩვენ მზად ვართ. წინა მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით, გულწრფელად საქართველო უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ ხვალ ბრძოლისთვის მზად ვართ", - განაცხადა სხიპმა.