2 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"შეიძლება ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ" - რა თქვა ხვიჩამ თავის პატარა ძმაზე, თორნიკეზე

როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც 1 დღეში საქართველოს ნაკრები შინ "დინამო არენაზე" სომხეთს მიღებს.

შეხვედრის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა, სადაც კომენტარი მან თავის პატარა ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ჩემს ძმას თორნიკეს რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში, მე ვუსურვებდი, რომ საამისოდ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს

"მას აქვს თვისებები რომ პროფესიონალი მოთამაშე გახდეს. შეიძლება ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ", - თქვა კვარაცხელიამ.



შეგახსენებთ, რომ მატჩი 21 მარტს, ჩვენი დროით 18:00 საათზე შედგება,

Facebook კომენტარები