საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ფორვარდ, გიორგი მიქაუტაძეს სასწაული ფორმა აქვს აკრეფილი.
მიუხედავად სეზონის მძიმე დასაწყისისა, ქართველმა ცხრიანმა შეძლო დაბრუნება და საყვარელი საქმის კეთება.
ბოლო 3 მატჩში ჟორჟს კლუბსა და ნაკრებში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.
ქართველი 23 მარტს სომხეთის კარის აღებას კიდევ ერთხელ ეცდება.