UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, კამარუ უსმანმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, მან დაასახელა თუ ვინ უნდა იყოს ილია თოფურიას შემდეგი ოპონენტი.
"მახაჩევმა ჯასტინთან უნდა იჩხუბოს. დასტინ პორიეს მეტოქე მაქს ჰოლოუეი უნდა იყოს.
"ვფიქრობ, არმან ცარუკიანმა და ჩარლზ ოლივეირამ კიდევ ერთი დაპირისპირება უნდა შემოგვთავაზონ.
"ასევე, მაიკლ ჩენდლერსა და პედი პიმბლეტს შორის გამარჯვებული დენ ჰუკერს უნდა შეხვდეს.
"ხოლო ვინ რჩება ილია თოფურიასთვის? მატეუშ გამროტი. ის კარგი მოჭიდავეა", - თქვა უსმანმა.