ბუნდესლიგის 26-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კილი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ქართველმა მატჩი სრულად ითამაშა და თავიც გამოიჩინა.
ბუდუმ ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
გარდა ამისა, ქართველმა ძალიან ბევრი ორთაბრძოლა მოიგო და მინდორზე მართლაც გამორჩეული იყო.
საფეხბურთო გამოცემა "Sofascore" ბუდუ ზივიზვაძის თამაშს 9,0 ქულით აფასებს, რაც მთლიან მოედანზე საუკეთესო მაჩვენებელია.
ნაკრებში წამოსვლამდე ბუდუ კარგ ფორმაში შევიდა.