ვილი სანიოლმა და ალექსანდრე იაშვილმა სანაკრებო შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართეს.
ფრანგმა სპეცილისტიმა გიორგი გველესიანისა და საბა კვირკველიას არ გამოძახებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:
"თუ გველესიანი და კვირვკელია ახლა აქ არ არიან შესაძლოა მომავალში ეს შეიცვალოს. ისინი სწორედ ამიტომაც არ გამოვიძახე, რომ გუნდი გაახალგაზრდავდეს. ფეხბურთი ცვალებადი სპორტია.
ახლო მომავალში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. გუნდის გაახალგაზრდავება ნელ-ნელა იწყება", - განაცხადა ვილი სანიოლიმ.