2 კვირის და 4 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა” - რა განცხადებას აკეთებს ოსიმენი კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, ვიქტორ ოსიმენმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ნიგერიელმა შემტევმა ქართველ ფეხბურთელზე ემოციურად ისაუბრა. 

"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია, მოედანზე კი, ყველამ ვიცით, რა ფანტასტიკური ფეხბურთელია. 

"ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა

მჯერა, რომ ის პარიზში საოცრებებს გააკეთებს", - თქვა ოსიმენმა.

Facebook კომენტარები