1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქართველ გულშემატკივარს მივმართავ..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

ვილი სანიოლმა და ალექსანდრე იაშვილმა სანაკრებო შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართეს.

მათ არაერთ საინტერესო თემაზე გააკეთეს კომენტარი:

წარმოგიდგენთ ფრანგი სპეციალისტის განცხადებას:

"ჩვენი ფეხბურთელები ევროტურნირებზე თამაშობენ. ამის გამო ისინი ცოტას ვარჯიშს ასწრებენ, თუმცა ბევრი თამაში უწევთ. შემოდგომაზე ისინი დაღლილები იყვნენ და ამან დიდი გავლენა იქონია. 

კაშია და კვარაცხელია პირველ მატჩს ვერ ითამაშებენ, თუმცა მეორე შეხვედრაში ჩვენთან ერთად იქნებიან. ორივე ძალიან დიდი ფიგურაა, კაპიტანი და შეტევის ლიდერი. გოგლიჩიძეს შანსი აუცილებლად მიეცემა, ის კარგ ფორმაშია და მის თამაშს მოუთმენლად ველი.

სომხეთთან დიდი დერბია, კავკასიური დერბი. ორი რთული თამაში გველის, ჩვენი ფეხბურთელები მზად იქნებიან. უნდა დავამტკიცოთ, რომ B დივიზიონში თამაშს ვიმსახურებთ.

პირველ მატჩში, კაშოს არ ყოფნაში, კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ეს საუკეთესო არჩევანია, რაგდან "შტურმისთვის" არაერთხელ უკაპიტნია. მას ამის უნარები ნამდვლად შესწევს.

მამარდას, მისი გუნდის მსგავსად, კარგი სეზონი არ აქვს. მჯერა, რომ ზაფხულში ის კარგად დაისვენებს და თავის ახალ კლუბთან ერთად პრე-სეზონზე მშვენივრად წარდგება.

რაც შეეხება კვარას, მას რომ ვაკვირდები ვხვდები, რომ პსჟ-ში ბედნიერია. ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ახალ კლუბში დაცვაში კარგად მუშაობს.

მოგეხსენებათ, სომხების მწვრთნელმა ნაკრები ახლახან ჩაიბარა და რთულია იმის თქმა, თუ როგორ ითამაშებენ ისინი. ვან სხიპის ყოფილი გუნდები  4 მცველით თამაშობდნენ, თუმცა არ ვიცით სომხეთი როგორ ითამაშებს. სჯობს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ თავებზე გავაკეთოთ აქცენტი.

ბოლო წლებში ეროვნული ლიგიდან ბევრი მოთამაშეები გადავიდა უცხოეთში და ასე გამოვიდა რომ არცერთი გამოძახებული ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატიდან არ არის, თუმცა ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მომავალში დარწმუნებული ვარ, ეროვნული ლიგის მოთამაშეები ნაკრებში დაბრუნდებიან.

ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც მაღალ დონეზე ადის. ლაცაბიძე თუ განვითარებას გააგრძელებს, ის ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდება. 

თუ გველესიანი და კვირვკელია ახლა აქ არ არიან შესაძლოა მომავალში ეს შეიცვალოს. ისინი სწორედ ამიტომაც არ გამოვიძახე, რომ გუნდი გაახალგაზრდავდეს. ფეხბურთი ცვალებადი სპორტია. ახლო მომავალში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. გუნდის გაახალგაზრდავება ნელ-ნელა იწყება. 

ფეხბურთელობის პერიოდში გუნდში ბევრი არეულობა და ჩხუბი მინახავს, თუმცა არა საქართველოში. აქაური მოთამაშეები ძალიან კარგები არიან. მათ აქვთ მოტივაცია, ერთმანეთს პატივს სცემენ. ვფიქრობ, ყველას სურს რომ ასე გავაგრძელოთ. ამიტომაც მომწონს მათთან ერთად მუშაობა.

ქართველ გულშემატკივარს მივმართავ, მათ გარეშე ჩვენ წარმატებებს ვერ მივაღწევდით. თუ ჩვენ და ისინი კვლავ ერთად დავდგებით ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გულშემატკივრის გარეშე არაფერი ვართ.

კვარას შეცვლა შეუძლებელია, ბევრი კარგი და საინტერესო ფეხბურთელი გვალვას მაგრამ მას სრულფასოვნად ვერ შევცვლით. მის არ ყოფნაში გუნდს სხვა მოთამაშეებმა უნდა ულიდერონ - ჩაკვეტაძე, დავითაშვილი. ტაქტიკურადაც მოგვიწვეს ცვლილებების შეტანა, რაც ვფიქრობ არ არის ცუდი, რადგან უფრო მეტ შესაძლებლობას გავიგებთ.

21-წლამდელებმა და ნაკრებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ. მათ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი უწევთ, რა დროსაც ჩვენ ამხანაგური მატჩები გველის. პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია, თუმცა სვნაძის მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ.

გოგლიჩიძე მარჯვენა მხარეს კარგად გამოიყურება, ეს მას მეტ თავისუფლებად აძლევს. საბა იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა ითამაშოს, ცენტრში თუ მარჯვნივ, ის ტაქტიკას კარგად მოერგება.

ახლა მხოლოდ სომხეთთან თამაშზე და B დივიზიონში დარჩენაზე ვფიქრობ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამაზე ივნისში ვისაუბროთ".

Facebook კომენტარები