როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "პსჟ"-მ "ლივერპული" პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 101 წუთი გაატარა და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც გვაჩუქა.
ქართველის თამაშს რამდენიმე იტალიური გამოცემა გამოეხმაურა:
Eurosport.it: პირველ თამაშში ძალიან კარგი იყო, საპასუხო მატჩში კი დამაჯერებლად ითამაშა. უპირველეს ყოვლისა, ის თავგანწირვის და ბრძოლის სულისთვის უნდა შევაქოთ, რომელიც მოედანზე აჩვენა. ის წითლებს ყველგან დასდევდა და ერთ ეპიზოდში სალაჰის დარტყმაც დაბლოკა, რითაც თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. სახიფათო იყო შეტევაშიც და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ გრავენბერხმა დაუბლოკა დარტყმა, მეორე კი ააცილა
Tuttomercatoweb: თავისი კლასის სიკაშკაშე მონაცვლეობით ჰქონდა. სალაჰის დარტყმის დროს, მისი მოძრაობა გადამწყვეტი იყო, რითაც შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც კი გადაარჩინა. როდესაც შანსი ეძლეოდა, მუდამ ხიფათს ქმნიდა, ეს ჯერ პასებში, შემდეგ კი დარტყმებში აისახა
მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.