მოგეხსენებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი პირველ მატჩში "პსჟ" "ლივერპულთან", დიდი უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით, 0:1, დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიას მერსესაიდელების წინააღმდეგ საოცარი პერფორმანსი ჰქონდა.
ქართველმა გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო მთავარმა არბიტრმა VAR-ის დახმარებით გააუქმა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 11 მარტს 23:55 წუთზეა ჩანიშნული.
სოციალურ მედიაში ერთ-ერთი პარზიელი ქომაგი ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ ფსონს ასაჯაროვებს.
მან კვარაცხელიას გოლზე 10 000 ევრო დადო.
თუ ხვიჩა "ეფნილდზე" "ლივერპულს" გაუტანს, ფანი 37 000 ევროს მოიგებს