2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კვარა და მამარდა ერთ გუნდში - სიგიჟე, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ბოლო დღეს შეიძლება მომხდარიყო

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ცნობით, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში "ლივერპული" ქართველის გამო დიდ დათმობაზე მიდიოდა.

როგორც ირკვევა, მერსესაიდელები მზად იყვნენ ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა გარიგება არ შედგა.

იწერება, რომ ტრანსფერი "ნაპოლის" გამო ჩაიშალა, რომელმაც წინადადებაზე უარი თქვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩა 5 მარტს სწორედ "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს.

Facebook კომენტარები