როგორც მოგეხსენებათ, 21-23 მარტს თბილისი გრანდ სლემს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირზე კი ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იასპარეზებს.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:
60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
66 კგ: თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
81 კგ: ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
100 კგ: ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წიწილაშვილი.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი.
აქვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.