გავლენიანი ბრიტანუკი გამოცემა, "Athletic" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
წყარო იუწყება, რომ ქართველი ინგლისურ გრანდში პირველი ნომრობისთვის მიდის და ალისონ ბეკერისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს.
"მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ალისონის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, ის საკუთარ თავს პირველ ნომრად განიხილავს.
გიორგი ლივერპულში სათამაშოდ გადავიდა და არა სკამზე დასაჯდომად", - წერს გამოცემა.
ეს ინფორმაცია უცხოურ მედიაში არერთმა წყარომ დაადასტურა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი კარის დარაჯი სათადარიგო სკამზე ჯდომას არ აპირებს.