1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბუდუს არასწორის გადაწყვეტილება? - ტრანსფერი, რომელმაც ორივე მხარე დააზიანა

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუედან" "ჰაიდენჰაიმში" გადაბარგდა.

ერთი შეხედვით, ბუნდესლიგა 2-დან ბუნდესლიგაში დაწინაურება კარგი ამბავი იყო, თუმცა ისტორია ჯერ-ჯერობით ცუდად იწყება.

მას შემდეგ რაც ქართველმა გუნდი შეიცვალა "კარლსრუეს" ჩემპიონატის 7 მატჩში 2 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი აქვს.

ისინი ახლა ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ, არადა ბუდუს წასვლამდე გუნდი დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

არც "ჰაიდენჰაიმს" აქვს საქმე კარგად.

მას შემდეგ რაც ზივზივაძე გუნდს შეუერთდა მათ 9 მატჩში 1 მოგება 2 ფრე და 6 მარცხი აქვთ. 

მე-17 ადგილი ბუნდესლიგაში და უახლოეს მდევართან სხვაობა 2 ქულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, ბუდუს ახალ გუნდში ჯერ-ჯერობით გოლი არ გაუტანია. 

ქართველს მხოლოდ ორი საგოლე პასი აქვს, რომელიც პირველ 2 შეხვედრაში მიითვალა.

ამავდროულად კი ბუდუ ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირი იყო.

ეს ტრანსფერი ჯერ-ჯერობით, როგორც ფეხბურთელისთვის ისე "კარლსრუესთვის" საზიანოა.

არ გვსურს, მაგრამ დიდი შანსია, სეზონის ბოლოს "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგას დაემშვიდობოს და მეორე დივიზიონში გავარდეს და ბუდუც იმ ჩემპიონატში დაბრუნდეს, რომელშიც იანვრამდე დაფრინავდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველის და მისი კლუბის საქმე კარგად წავა.

Facebook კომენტარები