1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მამარდაშვილი ძირითადში აღარ იქნება? - რას წერენ მედიაში

როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსიას” ბოლო დროის განმავლობაში საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს მძიმე დაცვის პირობებში ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება ძალიან უჭირს.

გავლენიანი ესპანური სააგენტო, Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მამარდას ბოლოდროინდელი შეცდომებისა და “ლივერპულში” ტრანსფერის გამო, შესაძლოა ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში სტოლე დმიტრიევსკიმ ჩაანაცვლოს.

ცნობისთვის, დმიტრიევსკი კოპა დელ რეიზე და ლა ლიგაში (მამარდას ტრავმის პერიოდში) არვისე სტაბილურად გამოიყურებოდა.

Facebook კომენტარები