1 თვის და 4 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ტრანსფერი მკაცრად შეაფასა - რა თქვა ვლადიმერ გუცაევმა ხვიჩა კვარაცხელიაზე

მას შემდეგ, რაც ხვიცა კვარაცხელია "პსჟ"-ში გადავიდა, ქომაგებში აზრი ორად გაიყო - სწორად მოიქცა, თუ არა ქართველი ამ ნაბიჯით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე არ მომეწონა, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში რომ გადავიდა.

"ჯერ ჩემპიონატები შევადაროთ. მე ვარ რეალისტი და ჩემთვის საფრანგეთის ჩემპიონატი არაფერს ნიშნავს. 

"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ხვიჩა თუ არ თამაშობს, საფრანგეთის ლიგის მატჩს ვუყურო. ახლაც მხოლოდ მაგის ხათრით ვუყურებ", - თქვა გუცაევმა.



Facebook კომენტარები