1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ეს აქამდე არასდროს მომხდარა - რა შედეგი დააფიქსირა ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში პსჟ-მ შინ “ბრესტი” მიიღო და ანგარიშით 7:0 იმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში პარიზული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

საგულისხმოა, რომ ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა.

აღსანიშნავია, რომ კვარამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გოლი გაიტანა.

Facebook კომენტარები