1 თვის და 4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნაკრების მატჩი "დინამოზე" გაიმართება, მაგრამ შეზღუდულად - რა უნდა ვიცოდეთ სომხეთთან თამაშის წინ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარტში სომხეთთან გასამართ შეხვედრას საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" გამართავს.

თუმცა საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.

როგორც სფფ-ს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ამბობს, სტადიონის ყველა იარუსი ხელმისწავდომი არ იქნება:

"დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას. როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია".

Facebook კომენტარები