1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოფიციალურად! - ილია თოფურიას ქამარი ვაკანტურია, ქართველი წონას იცვლის

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა დაადასტურა, რომ გაჩემპიონებიდან 1 წლის შემდეგ ილია თოფურია დივიზიონს იცვლის და ქამარს ვაკანტურად აცხადებს.

ქართველი 145 ფუნტს სამუდამოდ ემშვიდობება და ამიერიდან მსუბუქ წონაში გამოვა.

როგორც თავად ილია ამბობს, მას ამ წონის დაფიქსირება უფროდაუფრო უძნელდებოდა. სწორედ ამიტომაც "ელ მატადორი" ამიერიდან 70 კგ-ში იბრძოლებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის და ვისთან შედგება თოფურიას პირველი ბრძოლა ამ წონაში. 

თუმცა ცნობილია თუ ვინ იბრძოლებს ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის:

ამ ტიტულისთვის 13 აპრილს ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან.

Facebook კომენტარები