როგროც მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.
როგორც გამოცემა "Areanapoli" წერს ქართველი ფეხბურთელი იტალიაში უფრო მეტ დაფასებას იმსახურებდა, შედეგად კი "პარტენოპეი" პრობლემის წინაშე დადგა.
"ყველა სფეროში შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ფული თავის როლს თამაშობს.
"დიახ, "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 75 მილიონი მიიღო, თუმცა, კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენში" მოულოდნელმა გადასვლამ შემადგენლობაში უზარმაზარი უფსკრული შექმნა და გუნდი უეცრად ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა", - წერს გამოცემა.