უკვე არაერთელ დაიწერა, რომ ლისაბონის "სპორტინგს" გიორგი ქოჩორაშვილის შეძენა სურს.
ქართველი ნახევარმცველით გასულ ზაფხულს რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
ცნობილია, რომ პორტუგალიურმა გუნდა "ლევანტეს" გიორგის თაობაზე უკვე მიმართა.
როგორც ესპანური კლუბის სპორტული დირექტორი, ფელიპე მინაბრესი აცხადებს, "ლევანტე" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5,5 მილიონ ევროს ითხოვს.
საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა ქოჩორამ ახალი სეზონი სწორედ "სპორტინგში" დაიწყოს.