4 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვოტფორდის" თამაშს დაესწრნენ - ჩაკვეტაძის შეძენა სერია ა-ს გუნდს სურს

"ვოტფორდთან" დაახლოვებული ინგლისელი ჟურნალისტი, ჰენრი ბენეტი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ქართველი ნახევარმცველით სერია ა-ში მოთამაშო "კომო" ინტერესდება.

ჰენრი ასევე წერს, რომ იტალიური გუნდის სკაუტები გასულ ტურში გამართულ "ლიდსისა" და "ვოტფორდის" მატჩს სწორედ ჩაკვეტაძის სანახავად დაესწრნენ.

აქვე მოგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "კომო" სერია ა-ში მე-16 ადილს იკავებს.

Facebook კომენტარები