2 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

ნუთუ ეს ჰენრი სეხუდოა? - ვისთან ჩაატარებს ალექსანდრეშემდეგ ბრძოლას UFC-ში

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურიამ 9 თებერვალს კოლბი თიქნესი დაამარცხა და სადებიუტო ბრძოლა UFC-ში მოიგო.

ქართველმა მებრძოლმა მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"მე თუ მკითხავთ, მგონია, რომ ყველასთვის მზად ვარ. ჰენრი სეხუდოსთვისაც, კი. აქ იმისთვის თუ არ ვარ, რომ საუკეთესო მებრძოლებს ვეჩხუბო, აბა რისთვის ვარ?

ქამარზეც რომ არ ვილაპარაკოთ, საუკეთესოებთან ბრძოლაში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება - ესა ის, რის გამოც ჩხუბი მინდა. და არა ქამარი. 

დიახ, ქამარი კარგია, მას ბევრი კარგი რამ მოგყვება მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი ამ საქმეში საუკეთესო მებრძოლებთან შეჯიბრია." - განაცხადა ალექსანდრემ.

Facebook კომენტარები