როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.
ქართველმა ამ წონაში მოასპარეზე ორი უძლიერესი მეტოქე უკვე დაამარცხა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი.
თითქოს უკვე ვიცით, რომ თოფურიას დამმარცხებელი ამ წონაში აღარ მოიძებნბე,ა თუმცა ხორხე მაქსვიდალი საინტერესო განცხადებას აკეთებს:
"America Top Team-ში კიდევ ერთი მკვლელი გვყავს. ამის თქმა მიჭირს, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. ორივე მიყვარს, ილიაც და მოვსარიც. ევლოევი თოფურიასთვის სრულყოფილი მოწინააღმდეგე იქნება, რადგან მას ჭიდაობა შეუძლია. ის UFC-ში დაუმარცხებელია და კარგი გამარჯვებებიც აქვს. ზუსტად ისეთი ბიჭია, როგორიც ილიას დასამარცხებლადაა საჭირო"