4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"შევჩენკოზე ამას პირდაპირ ვიტყვი..." - კახი კალაძემ უკრაინელს უპასუხა

თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა მოთამაშემ კახაბერ კალაძემ ანდრეი შევჩენკოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

“რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ ვითარებაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. 

რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მალე დასრულდება ის საშინელება, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, რა მოხდა“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook კომენტარები