1 თვის და 4 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

UFC ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განაახლა - რომელ პოზიციებს იკავებენ ქართველები

სიდნეიში გამართული UFC 312-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.

UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში ბოლო ღონისძიების შემდეგ ორი ცვლილებაა – ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი მეშვიდე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეექვსე ადგილი საშუალო წონის ჩემპიონმა, სამხრეთაფრიკელმა დრიკუს დუ პლესიმ დაიკავა. ბოლო, მე-15 ადგილზე კი შონ სტრიკლენდმა გადაინაცვლა და მისი მე-14 ადგილი ჩარლზ ოლივეირამ დაიკავა.

დუ პლესიმ სიდნეიში შონ სტრიკლენდი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

ამ ეტაპზე UFC-ის 15 საუკეთესო მებრძოლს შორის ორი ქართველია – ილია თოფურია (მე-4 ადგილი) და მერაბ დვალიშვილი (მე-5 ადგილი).

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული (P4P) რეიტინგი:

  1. 1. ისლამ მახაჩევი
  2. ჯონ ჯონსი
  3. ალექს პერეირა
  4. ილია თოფურია
  5. მერაბ დვალიშვილი
  6. დრიკუს დუ პლესი
  7. ბელალ მუჰამედი
  8. ტომ ასპინალი
  9. ალექსანდრე პანტოჟა
  10. ლეონ ედვარდსი
  11. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
  12. მაქს ჰოლოუეი
  13. შონ ო’მალი
  14. ჩარლზ ოლივეირა
  15. შონ სტრიკლენდი

Facebook კომენტარები