2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სინამდვილეში მე ამისთვის ვჩხუბობ" - ალექსანდრე თოფურიას ძალიან მაგარი განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ის სადებიუტო ბრძოლა წარმატებით ჩაატარა.

ამის შემდეგ ქართველმა საინტერესო კომენტარიც გააკეთა:

"ხანდახან რეალობა ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ კარგი ჩხუბი აჩვენა, ის შესანიშნავი მეტოქეა და ვფიქრობ, UFC-თან კონტრაქტს იმსახურებს.</p><p>როდესაც ჩხუბისთვის ვემზადები, ვიცი, რომ სტრატეგია აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ხანდახან ერთმა დარტყმამ შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს. 

მე MMA-ის მებრძოლი ვარ და არა მოკრივე, ხანდახან დარტყმებს ვიყენებ, ხანდახან კი ჭიდაობას. ეს ის დღეა, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. მე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. ის ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანდა, ახლა ხომ ვხედავთ, ვინ აღმოჩნდა ღრმა წყლებში. როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. 

ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება, ან დამტკიცება მსურდა, უბრალოდ მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ - ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩემი პრინციპებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.

Facebook კომენტარები