1 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

Spazio napoli: იტალიური კლუბი “ნაპოლი” ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური კლუბი ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე იწყებს მზადებას და ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც გუნდი განიხილავს, გიორგი ქოჩორაშვილია.

ქართველი ნახევარმცველი ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს და ლევანტეს ღირსებას იცავს.

ნაპოლი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფეხბურთელის აგენტთან. გარდა იტალიური გრანდისა, ქოჩორაშვილის შეძენით დაინტერესებულნი არიან ვალენსია და სპორტინგი.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების წევრია და მიმდინარე სეზონში ლევანტეს შემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობს. 


Facebook კომენტარები