UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე დასაფასებელი კომენტარი გააკეთა.
"მახსოვს, 2017 წელს ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ ინტერვიუს დროს მკითხეს, თუ რა იყო ჩემი გამძლეობის საიდუმლო, მე კი ვუპასუხე: „თუ გინდა კარგი კარდიო გქონდეს, გუნდში მერაბი უნდა გყავდეს“. ეს იყო სიმართლე და ასეა დღემდე. მერაბმა ჩემს გაუმჯობესებაში დიდი როლი ითამაშა, ეს ბიჭი ნამდვილი ტანკია. ნამდვილად მჯერა, რომ მას მესამე ფილტვი აქვს“ - ალჯამეინ სტერლინგი
აქვე გეტყვით, რომ მან ქაამრი შონ ო'მალთან დათმო.