16 საათის და 43 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ამას დოპინგითაც ვერ მიაღწევ” - რა განცხადებას აკეთებს ცნობილი კანადელი მწვრთნელი მერაბ დვალიშვილზე

ცნობილმა მწვრთნელმა ფირას ზაჰაბიმ მერაბ დვალიშვილთან დაკაცშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

“მერაბის კარდიო უბრალოდ წარმოუდგენელია! მე მინახავს ისეთი სპორტსმენებიც, რომლებიც აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ, მაგრამ ასეთი კარდიო მათაც არ ჰქონიათ. 

არა, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ მერაბი აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარს - პირიქით, იმის თქმა მინდა, რომ ასეთ კარდიოს დოპინგითაც ვერ მიაღწევ.

ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. სხვებმაც რომ ისე ივარჯიშონ, როგორც მერაბი ვარჯიშობს, მათ არაფერი გამოუვათ, აზრი არ აქვს. 

ასეთი კარდიო ან გაქვს, ან არ გაქვს. თუ ოდესმე გაირკვევა, რომ არსებობს „ვარჯიშების საიდუმლო ფორმულა“, რომელიც ასეთ შედეგებს იძლევა, ეს ჩემთვის უბრალოდ შოკი იქნება“ - განაცხადა მან.

Facebook კომენტარები